საზეიმო ვახშმის პარალელურად, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია მიმდინარეობს
20/04/2021 18:23:41 საზოგადოება
საზეიმო ვახშმის პარალელურად, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია მიმდინარეობს.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები ათონელის სასახლესთან შეიკრიბნენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
ამ წუთებში სასახლეში საზეიმო ვახშამი მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილთან სტუმრად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია.
ორბელიანების სასახლეში რონისძიებას "ოცნების" წევრებთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, "გირჩის" წევრები, ხათუნა სამნიძე, შალვა შავგულიძე, გიორგი ვაშაძე ესწრებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.


