ტიკარაძის თქმით, საქართველოში "ასტრაზენეკას" 50 000–მდე დოზა აპრილის ბოლოს შემოვა
20/04/2021 11:15:00 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში "ასტრაზენეკას" 50 000–მდე დოზა აპრილის ბოლოს შემოვა
"თვის ბოლოს შემოვა "ასტრაზენეკას" შემდეგი მოცულობა საქართველოში. ეს იქნება 50 000-მდე ასტრაზენეკას დოზა, შემდეგი დოზა შემოვა მაისში. ეს გადაწყვეტილება მიიღო COVAX-ის პლატფორმამ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, თითოეულ ვაქცინას აქვს საკმაოდ მოკლე ვარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანია, რომ ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს საქართველოში",- განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი დოზები 13 მარტს შემოვიდა. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.


