Accentnews.ge
ევროკავშირმა თურქეთს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა თურქეთს სანქციები დაუწესა

15/07/2019 21:11:39 სხვა, მსოფლიო

ევროკავშირმა თურქეთს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის მიზეზად "თურქეთის მიერ კვიპროსის სანაპიროებთან მიმდინარე უკანონო ბურღვითი სამუშაოები" სახელდება.

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე. ამასთან, საბჭომ გააუქმა ანკარასთან ასოცირების საბჭოს შეხვედრა, ასევე ევროკავშირი-თურქეთის მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში სხვა შეხვედრები. გარდა ამისა, საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკომისიის შეთავაზებას, თურქეთისთვის 2020 წლისთვის გათვალისწინებული დახმარების შემცირების შესახებ. ასევე, მოუწოდა ევროპის საინვესტიციო ბანკს, გადახედოს თურქეთში თავის საკრედიტო საქმიანობას.

"ევროკავშირის არაერთი მოწოდების მიუხედავად, თურქეთმა გააგრძელა კვიპროსის დასავლეთ ნაწილში ბურღვითი სამუშაოები და დაიწყო მეორე ბურღვითი ოპერაცია კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, გააგრძელოს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შემუშავება, თუ ანკარა არალეგალურ საქმიანობას გააგრძელებს. საბჭო მოუწოდებს თურქეთს, თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისგან და პატივი სცეს კვიპროსის სუვერენიტეტსა და მის სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირი მიესალმება კვიპროსის მთავრობის მიერ გამოთქმულ ინიციატივას თურქეთთან მოლაპარაკებების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S