სად და როდის შეეძლებათ ორგანოგადანერგილ პირებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა
20/04/2021 10:23:17 საზოგადოება
ორგანოგადანერგილ პირებს „ფაიზერის“ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჩატარება მიმდინარე წლის 21-23 აპრილს შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულ პირებს ვაქცინაცია აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილზე მისვლით ჩაუტარდებათ. (მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზ.#29).
რეგისტრაცია დაცული წესით ადგილზე განხორციელდება.


