Accentnews.ge
პენტაგონი: "უკრაინასთან რუსული ძალების გადაადგილების მიზანი რომ სწორედ წვრთნებია, ნათელი არ არის. ასეთი მობილიზება 2014 წელს არ ყოფილა"

პენტაგონი: "უკრაინასთან რუსული ძალების გადაადგილების მიზანი რომ სწორედ წვრთნებია, ნათელი არ არის. ასეთი მობილიზება 2014 წელს არ ყოფილა"

20/04/2021 07:41:25 მსოფლიო

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან ახლა უფრო მეტი რუსული ძალებია მობილიზებული, ვიდრე 2014 წელს იყო.

"​დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს მობილიზება უფრო დიდია, ვიდრე 2014 წელს იყო. რუსეთის თქმით, ეს ყველაფერი წვრთნებს უკავშირდება. თუმცა არ არის ნათელი, რომ უკრაინასთან რუსული ძალების ასეთი რაოდენობით მობილიზება სწორედ წვრთნებს უკავშირდება", – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კერბიმ.

მას რუსული ძალების კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 000–ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს. ამასთან, Reuters აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული კონტინგენტის რაოდენობა 150 000–ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ქერჩის სრუტეს ოქტომბრამდე კეტავს.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა. თუმცა გაიმართება თუ არა შეხვედრა ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S