Accentnews.ge
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში ვითარება დედაქალაქსა და ოთხ რეგიონში რთულდება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში ვითარება დედაქალაქსა და ოთხ რეგიონში რთულდება

20/04/2021 06:57:57 საზოგადოება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში ვითარება დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში რთულდება. კერძოდ, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან

  • თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა,
  • აჭარა – 164,
  • იმერეთი – 96,
  • ქვემო ქართლი – 75,
  • შიდა ქართლი – 85,
  • გურია – 55,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163,
  • კახეთი – 63,
  • მცხეთა-მთიანეთი – 33,
  • სამცხე-ჯავახეთი – 23,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში – 296, აჭარაში – 74, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 7, იმერეთში – 9. 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 – თბილისში, 224 – აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 459 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 923 პირი, აჭარაში – 2 374, იმერეთში – 1 001.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S