Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელმა ბოლო თვეების ანტირეკორდი მოხსნა

კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელმა ბოლო თვეების ანტირეკორდი მოხსნა

20/04/2021 06:49:38 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 663 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 940 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 256, „პისიარ“ ტესტით – 8 684.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,79% ბოლო 14 დღის – 3,24%, ბოლო შვიდი დღის – 3,92%.

თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა,

აჭარა – 164,

იმერეთი – 96,

ქვემო ქართლი – 75,

შიდა ქართლი – 85,

გურია – 55,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163,

კახეთი – 63,

მცხეთა-მთიანეთი – 33,

სამცხე-ჯავახეთი – 23,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში – 296, აჭარაში – 74, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 7, იმერეთში – 9. 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 – თბილისში, 224 – აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 459 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 923 პირი, აჭარაში – 2 374, იმერეთში – 1 001

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S