Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

19/04/2021 17:45:38 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომპანია "ენერგორესურს-სამხრეთ ოსეთის" დირექტორ ალან გაბარაევის თქმით, დაზიანება სოფელ ვანელის სიახლოვესაა მომხდარი.

«ენერგეტიკოსთა ბრიგადები ხაზის გამოსაკვლევად მაშინვე გავიდნენ. ელექტროენერგია დროებითი სქემით ჩაირთო», – აღნიშნა გაბარაევმა.

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია ერთადერთი გადამცემი ხაზით ჩრდილოეთ ოსეთიდან მიეწოდება. როგორც დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, წლის ბოლოსთვის დაგეგმილია სარეზერვო გადამცემი ხაზის ჩართვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S