
EUROBASKET 2021-ს საქართველოც უმასპინძლებს
15/07/2019 15:22:21 სხვა, საზოგადოება
საქართველო Eurobasket 2021-ის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იქნება. საქართველოს გარდა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები გერმანია, ჩეხეთი და იტალია იქნებიან. Fiba-მ მასპინძელი ქვეყნები 7 ქვეყნიდან აარჩია.
2021 წლის ევრობასკეტი 17 აგვსიტოდან 29 აგვსიტომდე გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 სანაკრებო გუნდი მიიღებს.