Accentnews.ge
საქართველოში 20 აპრილიდან ამინდი გაუარესდება

საქართველოში 20 აპრილიდან ამინდი გაუარესდება

19/04/2021 13:25:03 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 20 აპრილიდან ამინდი გაუარესდება.

„20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება​“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S