აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმის #10 სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს
19/04/2021 12:27:23 საზოგადოება, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის #10 სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ბათუმის #10 საჯარო სკოლაში განხორციელდება სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია და მოხდება აღნიშნული შენობის სრული ადაპტირება, დამონტაჟდება ლიფტი.სამუშაოები დასრულებდა მიმდინარე წლის ივლისამდე, ვინაიდან ქ.ბათუმის #10 საჯარო სკოლაში იგეგმება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრის მოწყობა.ამავდროულად, გათვალისწინებულია ქ. ბათუმის 10 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმდინარე წელს დასრულდება ბათუმის #6 და # 23 სკოლების მშენებლობა. წლის ბოლომდე დაიწყება ბათუმის #15 სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა.
ასევე, წელს შესყიდული იქნება ბათუმის #16 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტი და დაიწყება მშენებლობა.


