Accentnews.ge
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უცხოელ სტაჟიორებს მასპინძლობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უცხოელ სტაჟიორებს მასპინძლობს

19/04/2021 12:24:51 საზოგადოება, რეკლამა

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უცხოეთში სტაჟირების პროგრამის მონაწილე ბელგიელ და ესპანელ სტაჟიორებს შეხვდნენ.ლორა ბონმარიაჟი, ლუიზა კროსბი, შარლ ბეკლარი და მარსელ ვივეტი პირველი აპრილიდან 30 აპრილამდე ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებში ქართველ პედაგოგებთან ერთად ინგლისური და ფრანგული ენის გაკვეთილებს ჩაატარებენ.

„ევროპულ ღირებულებებთან დაახლოების გზა განათლებაზე გადის და ამ გზაზე უცხო ენების ცოდნას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება. უცხოეთში სტაჟირების პროგრამის მეშვეობით, საგაკვეთილო პროცესში უცხოელი პედაგოგების ჩართვით, სამინისტრო ეხმარება როგორც მასწავლებლებს, ასევე, მოსწავლეებს უცხო ენაზე საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების დახვეწაში, ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში ინტერკულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში“- აღნიშნა შეხვედრაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.შეხვედრაზე, მინისტრის ინიციატივით, დაიგეგმა უცხოელი პედაგოგების მონაწილეობით შემეცნებითი ხასიათის ტურები აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში.შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს სტაჟირებისთვის განათლების სექტორის არჩევისთვის, სამინისტროს სახელით ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, აჭარის რეგიონის 128 ახალგაზრდამ პროფესიული სტაჟირება გაიარა ევროპის რეგიონების კერძო და საჯარო სექტორში, ხოლო ევროპის რეგიონებიდან აჭარაში სტაჟირება გაიარა 14 უცხოელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S