
ნავალნი კლინიკაში გადაიყვანეს
19/04/2021 11:57:45 სამართალი
ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც რუსეთის ქალაქ პსკოვის №2 კოლონიაში შიმშილობდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი, - იუწყება რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ვლადიმირის სამხარეო ოფისი.
აღსანიშნავია, რომ კლინიკა, რომელშიც ნავალნია გადაყვანილი, ვლადიმირის ოლქის სხვა - №3 გამოსასწორებელი კოლონიის ტერიტორიაზე მდებარეობს.
რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებს და იუწყება, რომ ნავალნის მისივე თანხმობით ვიტამინური თერაპია დაუნიშნეს.
მანამდე ნავალნის მკურნალმა ექიმმა გამოაქვეყნა ოპოზიციონერის სისხლის ანალიზის შედეგები, რომელიც დოკუმენტურად ადასტურებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულთან ახლოსაა. ანასტასია ვასილიევას განცხადებით, ნავალნი პოტენციურად გულის მოულოდნელი გაჩერების საფრთხის წინაშეა.
დასავლელი ლიდერები ბოლო დღეების განმავლობაში გამუდმებით აფრთხილებენ მოსკოვს, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუფრთხილდეს.
დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "არ ფლობს ინფორმაციას ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".