Accentnews.ge
აზერბაიჯანული მხარე გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანული მხარე გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15/07/2019 14:01:01 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ცნობით, "საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის შამკირის სასაზღვრო ჯგუფის წინააღმდეგ ინციდენტის პროვიცირება განახორციელეს". 

მათი ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თანამშრომლები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

„სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თანამშრომლებმა სასწრაფოდ მიიღეს შესაბამისი ზომები, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა,“ - განაცხადეს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურში.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, ინციდენტი ერთობლივად იქნა გამოძიებული და მხარეებმა განიხილეს საჭირო ზომები იმისათვის, რომ მომავალში აცილებულ იქნას ანალოგიური ინციდენტები.

იხილეთ ასევე: რა შედეგით დასრულდა ქართულ–აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრა გარეჯში

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს გზავნილით, რომ უდაბნოს სენაკები აღარაა საქართველოს საკუთრება. სწორედ ამას მოჰყვა ადგილობრივთა პროტესტი.

შსს–ს ცნობით, ადგილზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ დროისთვის სიმშვიდეა. გარეჯში ამ წუთებში საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. 

ცნობისთვის: დავით-გარეჯის თემა 2012 წლის შემდეგ მღელვარების საგნად 2019 წლის 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. ცნობილია, რომ კომისიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა ბაქოში, დაგეგმილია ექსპერტების დონეზე სეხვედრა თავად გარეჯში.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S