Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზებას აანონსებს

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზებას აანონსებს

19/04/2021 10:28:31 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზებას აანონსებს.

"გასული დღეების განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, დღეს 500-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები ტესტირების შედეგია. რა თქმა უნდა, ეპიდსიტუცია რჩება საყურადღებო. იზრდება დატვირთვა კლინიკებზე. ჩვენ ამ დღეებში ვფიქრობთ საწოლების დამატებით მობილიზებას. ასევე, პირველადი ჯანდაცვის ქსელი სრულად არის ჩართული პროცესში ონლაინკლინიკების სახით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 578 შემთხვევა დაფიქსირდა. მანამდე, ზედიზედ 6 დღის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000–ს აჭარბებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S