Accentnews.ge
ბოლო 7 დღეში პირველად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა დღიურმა მაჩვენებელმა ინფიცირებულთა დღიურ ნამატს გადააჭარბა

ბოლო 7 დღეში პირველად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა დღიურმა მაჩვენებელმა ინფიცირებულთა დღიურ ნამატს გადააჭარბა

19/04/2021 07:04:56 საზოგადოება

ბოლო 7 დღეში პირველად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა დღიურმა მაჩვენებელმა კოვიდ–ინფიცირებულთა დღიურ ნამატს გადააჭარბა. კერძოდ, საქართველოში 12 აპრილს კოვიდ–ინფიცირების 359 შემთხვევა გამოვლინდა, 526 პირი გამოჯანმრთელდა. ამ პერიოდიდან დღემდე ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე გამოჯანმრთელებულთა ნამატი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 578 შემთხვევა გამოვლინდა,გამოჯანმრთელდა 659 პირი, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

დღე–ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.58%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა – 57, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 7, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 80, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც: 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 720, აჭარაში – 413, იმერეთში – 377. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში – 292, აჭარაში – 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში – 8, იმერეთში – 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 – თბილისში, 200 – აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 243, ხოლო აჭარაში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 577 პირი, აჭარაში – 2 098, იმერეთში – 1 189.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 295 936-ს შეადგენს. აქედან 281 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 949 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S