ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 578 შემთხვევა გამოვლინდა
19/04/2021 06:49:52 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 578 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 659 პირი.
დღე–ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.58%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა – 57, იმერეთი – 35, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 7, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 80, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც: 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 720, აჭარაში – 413, იმერეთში – 377. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში – 292, აჭარაში – 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში – 8, იმერეთში – 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 – თბილისში, 200 – აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 243, ხოლო აჭარაში – 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 577 პირი, აჭარაში – 2 098, იმერეთში – 1 189.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 295 936-ს შეადგენს. აქედან 281 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 949 პაციენტი გარდაიცვალა.


