Accentnews.ge
რატომ არ სურს ტრამპს, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის თარიღი 11 სექტემბერი იყოს

რატომ არ სურს ტრამპს, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის თარიღი 11 სექტემბერი იყოს

19/04/2021 06:47:18 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას მიესალმება, თუმცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გაყვანის თარიღად 11 სექტემბერი არ აირჩიოს.

„ვისურვებდი, რომ ჯო ბაიდენმა არ გამოიყენოს 11 სექტემბერი ავღანეთიდან ჩვენი ჯარის გაყვანის თარიღად, ორი მიზეზის გამო: პირველი, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავიდეთ უფრო ადრე. მეორე, 11 სექტემბერი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სამწუხარო მოვლენას და პერიოდს წარმოადგენს და იმ დიადი სულების პატივისცემისა და ხსოვნის დღედ უნდა დარჩეს, რომელიც ჩვენ დავკარგეთ", - აცხადებს ტრამპი. .

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ. მანამდე, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის თარიღი 1 მაისი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S