აშშ რუსეთს აფრთხილებს
19/04/2021 06:32:41 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თუ რუსი ოპოზიცინერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში მოკვდება, ამას რუსეთვისთვის კონკრეტული შედეგები მოჰყვება.
"ჩვენ რუსეთის მთავრობას განვუცხადეთ, რომ ის, რაც ბატონ ნავალნის მოუვა, რომელიც მათ დააპატიმრეს, მათი პასუხისმგებლობაა და საერთაშორისო საზოგადოება ამის გამო მათ პასუხს მოსთხოვს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ზომები, რა "ფასის" გადახდაც შეიძლება, დაეკისროს რუსეთს, თუმცა კონკრეტულ ზომებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ. ვაცხადებთ, რომ თუ ბატონი ნავალნი მოკვდება, ამას შედეგები მოჰყვება", - განაცხადა სალივანმა.
ბოლო პერიოდში ვრცელდება ცნობები, რომ ნავალნის მდომარეობა ციხეში უფრო და უფრო უარესდება. ექიმებმა შაბათს რუსეთის ციხის სამსახურს წერილი მიწერეს, სადაც ისინი ითხოვენ, რომ ნავალნის მონახულების საშუალება მიეცეთ.


