Accentnews.ge
რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

19/04/2021 06:01:46 მსოფლიო

რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ19 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.

საგარეო უწყებაში ჩეხეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. საპროტესტო ნოტა ჩეხეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც 17 აპრილს 18 რუსი დიპლომატის (რომლებიც ჩეხეთის მიერ იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები) გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ასევე, არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ კავშირი 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ჩეხეთის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება "არაკეთილგანწყობილი ქმედებაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S