Accentnews.ge
"აშშ-მა  ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთზე და მსოფლიო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე უნდა გადაიტანოს"

"აშშ-მა  ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთზე და მსოფლიო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე უნდა გადაიტანოს"

19/04/2021 05:51:13 მსოფლიო

"აშშ-მა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთზე და მსოფლიო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე უნდა გადაიტანოს", - ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, ტერორისტულმა საფრთხემ სხვა ადგილებში გადაინაცვლა და ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია, როგორიცაა ურთიერთობა ჩინეთთან, კლიმატურ ცვლილებებთან და კოვიდთან გამკლავება და აშშ-მა ენერგიის და რესურსების მობილიზება სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოახდინოს.

„ჩვენ მსოფლიოს უნდა ვუყუროთ არა 2001, არამედ 2021 წლის პრიზმაში. ჩვენ 20 წლის წინ ავღანეთში წავედით იმიტომ, რომ თავს დაგვესხნენ 9/11-ში. ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რომლებიც დასახული გვქონდა. ახლა „ალ-ქაიდა“ ძალიან დასუსტებულია და მათ ავღანეთიდან აშშ-ზე თავდასხმა აღარ შეუძლიათ. იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ რამეს გაბედავენ, ეს ხანგრძლივ ომს გამოიწვევს, რაც მათ ინტერესებში ნამდვილად არაა“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S