სვანეთში "კომენდანტის საათის" დროს პოლიციელებს სცემეს
18/04/2021 09:28:45 სამართალი
სვანეთში, სოფელ ხაიშში "კომენდანტის საათის" დროს პოლიციელებს სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივები სამართალდამცველების მოწოდებას, რომ სახლში წასულიყვნენ, არ დაემორჩილნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის მონაწილე ხუთი ადგილობრივიდან, სამი დაკავებულია. ორ პირს ამ დრომდე ეძებენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.


