ექიმების განცხადებით, ალექსეი ნავალნის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება
18/04/2021 07:44:44 მსოფლიო
რუსი ექიმების განცხადებით, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას სამედიცინო დახმარება სჭირდება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ექიმების თქმით, ბოლოდროინდელი სისხლის ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ მას შეიძლება, ნებისმიერ დროს გაუჩერდეს გული ან დაემართოს თირკმლის უკმარისობა.
პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ზურგის მწვავე ტკივილის და ფეხის დაბუჟების სათანადო მკურნალობის მოთხოვნით 18 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
იგი თებერვალში სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს.
ოთხმა ექიმმა, მათ შორის ნავალნის პირადმა ექიმმა, ანასტასია ვასილიევამ ციხის ადმინისტრაციას წერილი მისწერა და ნავალნის სასწრაფო მონახულების ნებართვა მოითხოვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 17 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნავალნის სამედიცინო მკურნალობა „სრულიად უსამართლო და შეუსაბამოა“.


