Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში ფიქსირდება

კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში ფიქსირდება

18/04/2021 07:38:23 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 818-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 783 ადამიანი, 14 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა, აქედან 10 197 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 8 625 PCR-ით.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 29 184 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,35%-ია, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი - 465 შემთხვევა;

აჭარა - 75;

იმერეთი - 57;

ქვემო ქართლი - 46;

შიდა ქართლი - 29;

გურია - 18;

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73;

კახეთი - 25;

მცხეთა-მთიანეთი - 18;

სამცხე-ჯავახეთი - 8;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 478 აქტიური შემთხვევაა. 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371. მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 69, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 439 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში. 7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16 452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 317 პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 180.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 295 358-ს შეადგენს. აქედან 280 915 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 939 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S