Accentnews.ge
ევროპის გოგონათა მათემატიკურ ოლიმპიადაში კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ოქროს მედალი მოიპოვა

ევროპის გოგონათა მათემატიკურ ოლიმპიადაში კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ოქროს მედალი მოიპოვა

17/04/2021 17:37:33 საზოგადოება

ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკურ ოლიმპიადას (EGMO 2021) წელს საქართველომ უმასპინძლა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ორგანიზებით დისტანციურად ჩატარებულ ოლიმპიადაში, რომელშიც 54 ქვეყნის 213 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა ონოფრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ კომაროვის სკოლა ავრცელებს.

"საქართველოს გოგონათა ნაკრები ამ ოლიმპიადაში 2016 წლიდან იღებს მონაწილეობას და საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს. ასევე სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველომ მიიღო უფლება, წელს ამ მნიშვნელოვანი ოლიმპიადისთვის ემასპინძლა.

მიუხედავად პანდემიისა, ოლიმპიადის საორგანიზაციო გუნდმა შეძლო მათემატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის ონლაინ ფორმატში ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილე 54 ქვეყანა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია EGMO-ს ისტორიაში" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S