
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Johnson & Johnson-ის საქმის გამოძიებაში ჩაერთო
15/07/2019 12:41:52 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კომპანია Johnson & Johnson-ის საქმის გამოძიებაში ჩაერთო. როგორც Bloomberg იუწყება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს იწვევს თუ არა სიმსივნეს Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული საბავშვო ტალკი და იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ თავად კომპანიამ.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლობენ და ირწმუნებიან, რომ საბავშვო ტალკი კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს არ შეიცავს. მომხმარებლები კი აცხადებენ, რომ ტალკი საკვერცხეების კიბოსა და მეზოოთელიომას იწვევს. ამ დროისთვის მომხმარებელთა მიერ კომპანიის წინააღმდეგ 14 000 სარჩელია შეტანილი.