
50 ფუნტის ნომინალის ბანკნოტზე ალან ტურინგს გამოსახავენ
15/07/2019 12:04:56 სხვა, მსოფლიო
50 ფუნტის ნომინალის ბანკნოტზე მათემატიკოს ალან ტურინგს გამოსახავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ინგლისის ბანკმა მიიღო.
ალან ტურინგი 1912 წლის 23 ივნისს ლონდონში დაიბადა. ალანი მათემატიკას კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა და შემდეგ ამავე უნივერსიტეტში ასწავლიდა კვანტურ მექანიკას. კემბრიჯში მუშაობისას დაასკვნა, რომ ავტომატური გამოთვლის მანქანებს ყველა მათემატიკური ამოცანის ამოხსნა არ შეუძლიათ. ამ კონცეფციას ტურინგის მექანიზმსაც უწოდებენ, რაც გამოთვლების თანამედროვე თეორიის მთავრი ფუნდამენტია.
1936 წელს ტურინგი ამერიკაში, პრინსტონის უნივერსიტეტში წავიდა და ორ წელიწადში კვლავ ბრიტანეთში დაბრუნდა. სწორედ ამ დროს ცნობილმა მათემატიკოსმა ბრიტანეთის კრიპტოანალიტიკურ საიდუმლო დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა.
რამდენიმე ადამიანთან ერთად ალან ტურინგი კოდების გაშიფვრაზე მუშაობდა ბლეტჩლიში. ალან ტურინგმა შექმნა მანქანა, რომელსაც გერმანელების მიერ შექმნილი მანქანის “ენიგმას” შეტყობინებების გაშიფრვა შეეძლო.
1949 წელს ტურინგმა მანჩესტერის უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა, ის კომპიუტერულ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. მისი მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის შექმნა იყო და ამისთვის საბაზისო საფეხური მოამზადა.
თუმცა ტურინგი 1952 წელს ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით დააკავეს. ალან ტურინგი ციხის სანაცვლოდ ე.წ. ქიმიურ კასტრაციას დასთანხმდა. ალანი ადამიანის ორგანიზმში არსებულ ბოლოგიურად აქტიური ნივთიერება ესტროგენის დამატებით დოზას იძულებით იღებდა.
1954 წლის 7 ივნისს ალან ტურინგმა თავი მოიკლა.