
პარტიების რეიტინგი – მედიისთვის IRI–ს ახალი კვლევის შედეგები გახდა ცნობილი
15/07/2019 11:20:21 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები მოიპოვა, რომელიც IRI–ს ჯერ არ განუსაჯაროებია, მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო.

კვლევა 15 ივნისამდე ჩატარდა, მისი შედეგები კი ასეთია: "ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 26%–მდე უჭერს მხარს, გაერთიანებულ ოპოზიციას – 22%, “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. "პატრიოტთა ალიანსის" და "ლეიბორისტული პარტიის" 5–5%.
დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და უფრო მცირეა.