Accentnews.ge
"500 მილიონი დოლარის ევრობონდების გამოშვება კარგი მაგალითია, რომ ბევრმა ქართულმა კომპანიამ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ობლიგაციები განათავსოს"

"500 მილიონი დოლარის ევრობონდების გამოშვება კარგი მაგალითია, რომ ბევრმა ქართულმა კომპანიამ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ობლიგაციები განათავსოს"

16/04/2021 09:30:13 ეკონომიკა

დღეს თუ სახელმწიფოსადმი ინტერესი არსებობს, ხვალ კაპიტალური ბაზრების განვითარება მოხდება, რომელზეც ბევრი რეფორმა ტარდება და ბევრი რეფორმა გასატარებელია. ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ბევრმა ქართულმა კომპანიამ როგორც ლოკალურ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ობლიგაციები განათავსოს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის უპრეცენდენტოდ კარგი პირობების მიღწევა იყო. ამ 10 წლის შემდეგ საქართველო დაუბრუნდა და საუკეთესო პირობებს მიაღწია.

„თიბისი ბანკი“ ამ პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო ბანკებთან იღებდა მონაწილეობას და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი კარგი პირობები იქნა მიღწეული. მოთხოვნა მიწოდებას ოთხჯერ აღემატებოდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში არსებობს მოთხოვნა და უცხოელი ინვესტორები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტირებით. დღეს თუ სახელმწიფოსადმი ინტერესი არსებობს, ხვალ კაპიტალური ბაზრების განვითარება მოხდება, რომელზეც ბევრი რეფორმა ტარდება და ბევრი რეფორმა გასატარებელია.

ვფიქრობთ, რომ ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ბევრმა ქართულმა კომპანიამ როგორც ლოკალურ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ობლიგაციები განათავსოს“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უწყებამ წარმატებით დაასრულა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება.

მინისტრის ინფორმაციით, ობლიგაციების ვადიანობა ხუთი წლით განისაზღვრა და საპროცენტო განაკვეთი კი მინისტრის განმარტებით, უპრეცედენტოდ დაბალია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S