ენკა მზადაა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს
16/04/2021 08:47:52 ეკონომიკა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ გამოთქვა მზადყოფნა ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მწვანეები, განახლებადი ენერგიების ასოციაცია და სხვა.
საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის წარადგენს და მათთან ერთად მოხდება განხილვა.
პრეზენტაცია დღეს, 16 აპრილს გაიმართება.


