Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ორ რეგიონში დაფიქსირდა

კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და ორ რეგიონში დაფიქსირდა

16/04/2021 07:01:57 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისზე მოდის. კერძოდ, ინფიცირების შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია 641 შემთხვევა,
  • აჭარა – 97,
  • იმერეთი – 52,
  • ქვემო ქართლი – 44,
  • შიდა ქართლი – 38,
  • გურია – 27,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 109,
  • კახეთი – 36,
  • მცხეთა-მთიანეთი – 22,
  • სამცხე-ჯავახეთი – 5,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 548, საიდანაც: 2 720 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 381, აჭარაში – 391, იმერეთში – 361. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 466 პირი, მათ შორის, თბილისში – 224, აჭარაში – 67, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 62, აჭარაში – 8, იმერეთში – 8. 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 209 – თბილისში, 177 – აჭარაში. 6 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 331 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 249, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 6 ოქტომბრიდან – 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 380 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 263 ადამიანი“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S