კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
16/04/2021 06:52:08 საზოგადოება
16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით1077 ადამიანი დიანფიცირდა, გამოჯანმრთელდა 422 პირი, გარდაიცვალა 8 პაციენტი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 645 ტესტი, მათ შორის 20 727 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 918 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.4 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.04 %.
ინფორმაციისთვის: ქვეყანაში სულ აცრილია – 26 427 პირი, დღიურად აცრილია – 1 504 ადამიანი.


