Accentnews.ge
„მოსკოვმა ახალი ბირთვული სარაკეტო სისტემა შექმნა და ისეთ ლოკაციაზე განათავსა, საიდანაც ბერლინს თავისუფლად წვდება“

„მოსკოვმა ახალი ბირთვული სარაკეტო სისტემა შექმნა და ისეთ ლოკაციაზე განათავსა, საიდანაც ბერლინს თავისუფლად წვდება“

15/07/2019 09:34:33 სხვა, მსოფლიო

NATO–ს გენერალური მდივნის განცხადებით, მოსკოვმა საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი ბირთვული სარაკეტო სისტემა შექმნა და ისეთ ლოკაციაზე განათავსა, საიდანაც გერმანიას თავისუფლად წვდება.

„იგი თავისუფლად წვდება ბერლინს, ფრანკფურტსა და მიუნხენს“, – აღნიშნულია გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung–ში გამოქვეყნებულ იენს სტოლტენბერგის სტატიაში.

სად არის განთავსებული ახალი ბირთვული სარაკეტო სისტემა გენმდივანს არ დაუკონკრეტებია.

სტატიაში სტოლტენბერგი რუსეთს მცირე და საშუალო დამიზნების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შენარჩუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ცნობისთვის: 1987 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული ზემოთხსენებული ხელშეკრულება ხმელეთზე ბაზირებული 500-დან 5 500 კმ-მდე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განადგურებას ითვალისწინებს. რუსეთმა მცირე და საშუალო დამიზნების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის მარტში დატოვა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 3 ივლისს მოაწერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S