ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ
15/04/2021 13:25:45 მსოფლიო
ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ.
უკრაინის პირველმა დიპლომატმა დმიტრო კულებამ კოლეგებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აუცილებელია, რუსეთს აჩვენონ, რომ დონბასის რეგიონში ესკალაციის გააქტიურებას მისთვის "ძალიან მტკივნეული" შედეგები ექნება.
„დღეს ოთხივე ჩვენგანს შეგვიძლია მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ვგმობთ რუსეთის მიერ სიტუაციის გამწვავებას და მოსკოვის განცხადებებს, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას ისახავს მიზნად. უკრაინის „წითელი ხაზი” არის სახელმწიფო საზღვარი, თუ რუსეთი გადაკვეთს ”წითელ ხაზს ”, მაშინ ამას შედეგები უნდა მოყვე”,- აღნიშნა კულებამ.
უკრაინა აცხადებს, რომ თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრა მიმდინარეობს და აღნიშნულს ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.


