Accentnews.ge
აშშ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს და მოსკოვს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს და მოსკოვს ახალ სანქციებს უწესებს

15/04/2021 12:35:02 მსოფლიო

აშშ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს და მოსკოვს ახალ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სანქცირებულთა სიას 32 იურიდიული და ფიზიკური პირი დაემატება. რაც შეეხება რუს დიპლომატებს, ისინი ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები, მათ შორის, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები არიან.

"ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და დავაკისრებთ რუსეთის მთავრობის პასუხისმგებლობას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენთვის ზიანის მოყენებას", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ–ის აღნიშნული გადაწყვეტილებების მიზეზად "2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა, ფედერალურ სამთავრობო უწყებებზე კიბერ–შეტევები და ყირიმში რუსული ოკუპაცია და რეპრესიები" სახელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S