Accentnews.ge
"გვაქვს ინფორმაცია, რომ დაპირისპირებული ჯგუფების კონცენტრაცია ხდება გუმათში"

"გვაქვს ინფორმაცია, რომ დაპირისპირებული ჯგუფების კონცენტრაცია ხდება გუმათში"

15/04/2021 12:07:27 საზოგადოება

ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ გუმათში იკრიბებიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები და ადგილზე ვითარება შესაძლოა დაიძაბოს.

როგორც გოლეთიანმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, ეს ინფორმაცია აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მიაწოდეს, თუმცა, გოლეთიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს.

"ყველანაირ პოლიტიკურ ჯგუფს ვემიჯნებით. ამ მიმართულებით წითელი ხაზი გვაქვს. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენს აქციებზე პარტიული სიმბოლიკებით ან პარტიული მოწოდებებით გამოცხადდეს. თუ აქციაზე რიგითი მოქალაქის სტატუსით დადგება ვინმე, ამას ვერ შევზღუდავთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვადასხვა ჯგუფების კონცენტრაცია ხდება გუმათში. პოლიციასაც მივმართეთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ განგვიცხადეს, რომ შესაბამისი ზომების მიღებას არ აპირებენ. ჩვენ შეიძლება დავდგეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ ამ ჯგუფებს შორის შეიძლება ურთიერთობა აქ დაიძაბოს, მაგრამ ამ ნაწილშიც მათ გავემიჯნებით. თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოვითხოვთ, რომ ადგილი დატოვონ. ჩვენ მათთან იდეურ და მით უმეტეს საქმიან თანამშრომლობას ვემიჯნებით ყველა ასპექტში", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S