Accentnews.ge
ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა

ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა

15/04/2021 11:50:02 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისა და აბდულა აბდულას შეხვდება.

მანამდე, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ NATO-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ. ამჟამად ავღანეთში 2 500-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 7 000 არაამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, მათი უმრავლესობა ძირითადად NATO-ს წევრი ქვეყნებიდან, ასევე ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და საქართველოდან არიან. საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, ქართველი სამხედროები ავღანეთს სექტემბრამდე დატოვებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S