Accentnews.ge
საქართველოში გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შემოდის

საქართველოში გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შემოდის

15/04/2021 10:34:11 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შემოდის.

მინისტრის თქმით, ავიაკომპანია თავდაპირველად თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებით იფრენს:

"სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. Eurowings-მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოვებს".

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ავიკომპანია ფრენებს 21 ივლისიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში 2 სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. Eurowings Lufthansa Group-ში შედის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S