10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა
15/04/2021 09:18:40 ეკონომიკა
მარტში უცხოეთიდან საქართველოში 188 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა,– ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 50%-იანი ზრდაა.
10 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც მარტში ყველაზე მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია – 32,2 მილიონი დოლარი;
- იტალია – 30,5 მილიონი დოლარი;
- აშშ – 24,1 მილიონი დოლარი;
- საბერძნეთი – 20,7 მილიონი დოლარი;
- ისრაელი – 15,6 მილიონი დოლარი;
- თურქეთი – 9,5 მილიონი დოლარი;
- უკრაინა – 8,9 მილიონი დოლარი;
- გერმანია – 8,4 მილიონი დოლარი;
- აზერბაიჯანი – 7,3 მილიონი დოლარი;
- ესპანეთი – 4,5 მილიონი დოლარი.


