Accentnews.ge
აშშ რუსეთის მოხელეებს და ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებს

აშშ რუსეთის მოხელეებს და ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებს

15/04/2021 08:40:32 მსოფლიო

არსებული ინფორმაციით, აშშ გეგმავს, რამდენიმე რუსულ ორგანიზაციას და მოხელეს სანქციები 15 აპრილს დაუწესოს.

მოსალოდნელია, რომ რუსეთის 30-მდე ორგანიზაციას დაუწესებენ სანქციებს შარშან აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის, ან აშშ-ის მთავრობის და კორპორატიულ საკომპიუტერო ქსელების გატეხვისთვის, –იუწყებიან Reuters და Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.

ამასთან, სანქციები სამიზნეა ათამდე მოხელე, მათ შორის, უშიშროების სამსახურების თანამშრომლები.

ამავე ცნობით, სანქციების ნაწილი გულისხმობს რუსეთის ათი ოფიციალური პირის და დიპლომატის ქვეყნიდან გასახლებას.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე კვირაა მიანიშნებს, რომ ამზადებს სერიოზულ საპასუხო ქმედებას კიბერუსაფრთხოების დარღვევის გამო, რაც კომპანია SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფას შეეხო.

ამერიკის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები და ტექნოლოგიური ფირმები აცხადებენ, რომ დეკემბერში დადგენილი კიბერთავდასხმა რუსი ჰაკერების საქმე იყო. რუსეთი უარყოფს თავის მონაწილეობას ამ საქმეში.

სანქციები დაწესდება ასევე, როგორც პასუხი 2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევაზე.

აშშ-ის სადაზვერვო უწყებების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მთავრობა იდგნენ არჩევნებზე გავლენის მოხდენის ძალისხმევის უკან.

რუსეთმა არაერთხელ უარყო აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მცდელობის ბრალდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S