ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ 24 917 ადამიანია აცრილი
15/04/2021 08:08:21 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 424 ადამიანი აიცრა.
მათი მონაცემებით, ამ დროისთვის სულ აცრილია 24 917 ადამიანი.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამ დროისთვის ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებია ხელმისაწვდომი. ქვეყანაში შემოსულია ჩინური ვაქცინაც, რომლის გამოყენებაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე არ იგეგმება.


