Accentnews.ge
ზედიზედ მე–3 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება

ზედიზედ მე–3 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება

15/04/2021 06:51:11 საზოგადოება

ზედიზედ მე–3 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. კერძოდ, 13 აპრილს ქვეყანაში ინფიცირების 1374 შემთხვევა გამოვლინდა, 14 აპრილს – 1085, ხოლო დღეს – 1030.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 706 ადამიანი, 7 პაციენტი გარდაიცვალა.

დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 32 801 კვლევა, აქედან 20 919 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 11 882 PCR-ით.

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,14%-ია, ბოლო 14 დღის - 2,68%, ბოლო 7 დღის - 2,82%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 921, საიდანაც: 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 294, აჭარაში - 400, იმერეთში - 359. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 446 პირი, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 155 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 437 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 024.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 292244-ს შეადგენს. აქედან 279 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3908 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S