Accentnews.ge
რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

15/04/2021 06:41:24 საზოგადოება, რეკლამა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მე-2 ეტაპს ახორციელებს.

სამუშაოები 2 პროექტად ხორციელდება, რომლის ფარგლებში, სრულად აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტი, ქ. ონიდან კურორტ შოვამდე გზის მონაკვეთს მოიცავს, სადაც სულ 16 უბანზე უნდა ჩატარდეს სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები 8 უბანზე მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე პარალელურ რეჟიმში დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფარსტრუქტურის აღდგენის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 35.5 მლნ. ლარია. რაჭაში სტიქია 2020 წლის ივლისში მოხდა, რომელმაც ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი მშვნელოვნად დააზიანა. სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელსვე ჩატრდა, რათა უზრუნველყოფილი ყოფლიყო ავტოტარნსპორტის განვლადობა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღგენა მოხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S