Accentnews.ge
აშშ უკრაინისთვის მატერიალური დახმარების გაგრძელების თაობაზე იუწყება

აშშ უკრაინისთვის მატერიალური დახმარების გაგრძელების თაობაზე იუწყება

15/04/2021 05:40:09 მსოფლიო

აშშ უკრაინისთვის მატერიალური დახმარების გაგრძელების თაობაზე იუწყება. შესაბამისი განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართული ერთობლივი პრეს–კონფერენციის დროს გააკეთა.

ოსტინმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"მოვუწოდებ რუსეთს პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვის საჭიროებებში. წარსულში ჩვენ გარკვეულ მატერიალური დახმარება გავუწიეთ უკრაინას და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება", – განაცხადა ოსტინმა.

ცნობისთვის: უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S