Accentnews.ge
17-18 ივლისის ამინდის პროგნოზი

17-18 ივლისის ამინდის პროგნოზი

16/07/2019 19:40:40 სხვა, საზოგადოება

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 17-18 ივლისს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. 

„ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ქრის, რაც მთელი დღე შენარჩუნდება, ოღონდ დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს. სანაპირო რაიონებში ქარი მიმართულებას შეიცვლის და გადავა სამხრეთ დასავლეთის ქარზე. ასევე, დასავლეთსა და აღმოსავლეთში დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 17-18 ივლისს ღამისა და საღამოს საათებში უმეტეს რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. შედარებით მაღალი ტემპერატურა იქნება აღმოსავლეთ საქართველოში: ბარში 30-35 გრადუსი, დასავლეთ საქართველოში 24-29 გრადუსი“ - აცხადებენ სააგენტოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S