მედია – პუტინ–ბაიდენის სამიტის სანაცვლოდ, კრემლი აშშ–ის მიერ დაანონსებული ახალი სანქციების გაუქმებას ითხოვს
14/04/2021 16:15:25 მსოფლიო
პუტინ–ბაიდენის სამიტის სანაცვლოდ, კრემლი აშშ–ის მიერ დაანონსებული ახალი სანქციების გაუქმებას ითხოვს, – იუწყება Reuters.
როგორც კრემლის პრეს–სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, "პუტინ–ბაიდენის სამიტის გამართვა აშშ–ის სამომავლო საქციელზეა დამოკიდებული".
”რა თქმა უნდა, წინადადებაზე, გაიმართოს შეხვედრა ევროპის რომელიმე ქალაქში, მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გავითვალისწინებთ ფაქტობრივი ვითარების ანალიზს და ჩვენი კოლეგების შემდგომ ნაბიჯებს”, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის: უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.


