Accentnews.ge
შსს-სთან აქციის 10 მონაწილე დააკავეს

შსს-სთან აქციის 10 მონაწილე დააკავეს

14/04/2021 15:01:06 საზოგადოება

ორთაჭალაში, შს სამინისტროს შენობასთან, სადაც მოძრაობა „საქართველოს“ წევრები აქციას მართავენ, 10 დემონსტრანტი დააკავეს.

აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქტივისტები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ კი სამინისტროს ტერიტორია დაატოვებინეს, რასაც შეხლა - შემოხლა მოჰყვა.

აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ და შსს-ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

შსს-ს ცნობით, ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების 2-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S