რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა
14/04/2021 14:51:13 საზოგადოება
რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობდა.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს „იულიუს კეისარი“. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბესო ზანგურს აღნიშნულ სპექტაკლში ბრუტუსის როლი უნდა შეესრულებინა.
შეგახსნებთ, რომ მსახიობს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს.


