Accentnews.ge
ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

14/04/2021 14:05:19 საზოგადოება, რეკლამა

16 აპრილს ქ.ბათუმში 12:00 საათიდან დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმში მონაწილეობას 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე წარმოდგენილი აქტიური ვაკანსიით მიიღებს. სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა.

აჭარის და გურიის რეგიონში მცხოვრებ შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით წინასწარ გაეგზავნათ.

ღონისძიების მიმდინარეობისას, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფორუმის მონაწილეებს, დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ პროგრამისა და სერვისის შესახებ მიაწვდის, რომელსაც სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებელს სთავაზობს.

ფორუმის მიზანია აჭარის ა/რ მცხოვრები ტურიზმის ინდუსტრიის მიმართულებით დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

ფორუმი ჩატარდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე;

მისამართი: ქ. ბათუმი, გორგასლის ქუჩა N20 (პიაცას მოედანი).

დასაქმების ფორუმს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ერთად მართავს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505.

ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის!

ვრცლად: https://forum.hrajara.gov.ge/

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S