მსახიობი გრიგოლ ჟორდანია: "სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას"
14/04/2021 13:45:02 საზოგადოება
რუსთაველის თეატრის მსახიობი გრიგოლ ჟორდანია მის კოლეგას ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და გმობს ძალადობას.
"მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს!!!", - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაუალა. როგორც ნინუცა მაყაშვილი აცხადებს 11 წლის წინ განვითარებული მოვლენებს ახლა იმიტომ იხსენებს, რომ აღარ ეშინია და სურს, ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს მაგალითი მისცეს.
რუსთველის თეატრმა, რომლის დასშიც ბესო ზანგური ირიცხება, განაცხადა, რომ ძალადობას გმობს, მაგრამ მსახიობის გათავისუფლებას არ აპირებს. ბესო ზანგურს მხარდაჭერა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამაც გამოუცხადა და თქვა, რომ "ქალებმა დაიწყეს 1937 წლის რეპრესიები".


